ილქაი გიუნდოგანი: "გვარდიოლას "ბაიერნში" ტრანსფერზე უარი ვუთხარი"

7-10-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" გერმანელი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი, მის კარიერაზე საუბრობს:

"დამალვას აღარ საჭიროებს ის ფაქტი, რომ "დორტმუნდის ბორუსიაში" ყოფნის დროს, მიუნხენის "ბაიერნის" იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ჩემი შეძენა სურდა."

"მას თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო უარი ვუთხარი, თუმცა იმავეს გაკეთება "სიტიში" ტრანსფერის დროს ვეღარ მოვახერხე, სადაც ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ქალაქელთა" რიგებში, 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით