სარი: "დაუმარცხებელი გუნდი დავამარცხეთ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია"

7-10-2019, 12:52

სერია ა-ს მე-7 ტურში "ინტერთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მაურიციო სარიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე ყოფნა არაფერს ნიშნავს, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშეთ გუნდთან, რომელსაც აქამდე ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა.".

"ვფიქრობ, გუნდმა პასებით თამაშში ნაბიჯი გადადგა. უფრო ეფექტურად უნდა შევუტიოთ და მეტოქის შეტევები ჩავშალოთ, რათა მოწინააღმდეგის ნახევარზე მეტი დრო გავატაროთ".

"ვიცი, რომ წინსვლა შეგვიძლია. ეს თანმიმდევრული პროცესია, რომელიც უკვე დაწყებულია. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს იმ შემთხვევაშიც ვაღწევთ, თუ შესაძლებლობების 100%-ს არ ვიყენებთ", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით