კონტე: "იუვენტუსის" დონემდე ვერ მოვალთ"

7-10-2019, 13:19

მილანის "ინტერის" მთავარმა მწრთვნელმა ანტონიო კონტემ სერია ა-ს მე-7 ტურში "იუვენტუთან" განცდილი მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჩემი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო ვერ ვიქნები, მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა გამოცდილებითა და თამაშის კონროლით "იუვენტუსის" დონეს დავეწიოთ".

"სტატისტიკა ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ თანაბარი თამაში იყო. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გამოცდილებამ და დიდი გუნდის ხარისხმა საკუთარი როლი ითამაშა".

"ამ ეტაპზე "იუვენტუსს" ვერ შევედრებით, ისინი სხვა დონეზე არიან", - განაცხადა კონტე,

შეგახსენებთ, "ნერაძურიმ'" ზედიზედ 6 მოგების შემდეგ ჩემპიონატში პირველი შეხვედრა დათმო და ტურინულ კლუბთან 1:2 დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით