ბონუჩი: "ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორიც ჩვენს გულშემატკივარს მოსწონს"

7-10-2019, 13:39

"ინტერთან" მოგებული მატჩის შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონადო ბინუჩიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შეხვედრაში სირთულეები თავდაჯერებულობისა და სიმშვიდის ხარჯზე გადავლახეთ. ეს იყო ზუსტად ის თამაში, რომელიც ჩვენ და ჩვენს გულშემატკივრებს მოგვწონს. მაღალი ტემპი, ფიზიკური ბრძოლა... თუმცა, ეს მოსალოდნელია, როცა ასეთი დონის მატჩია და შედეგზე ამდენი რამაა დამოკიდებული".

"ვფიქრობ, დიდებული "იუვენტუსი" ვიხილეთ, გუნდი, რომელსაც მომატება კიდევ შეუძლია," - განაცხადა ლეონარდომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით