სოლსკიაერი: "მართალია, თავდამსხმელები არ გვყოფნის, მაგრამ ლუკაკუს გაშვებას არ ვნანობ"

7-10-2019, 14:13

"მანჩსტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მედიის წარმომადგენლებთან რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.

"შემიძლია ვთქვა, რომ თავდამსხმელები არ მყოფნის, მაგრამ ლუკაკუს გაშვება ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამით კმაყოფილი ვარ".

"ფეხბურთელს, შესაძლოა, დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ლუკაკუ ფიქრებით აქ არ იყო. ასეთ სიტუაციაში ერთ გუნდად მოქმედება არ შეგვეძლო".

"სხვა მოთამაშეებზე ბევრი საუბარი არ მსურს. ლუკაკუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი დრო "იუნაიტედში დასრულდა",- განაცხადა სოლსკიაერიმ.

შეგახსენებთ, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომელუ ლუკაკუ "ინტერს" შეუერთდა და სერია ა-ს 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით