გუნდოგანი: "ლივერპულმა" ქულები მალე უნდა დაკარგოს"

7-10-2019, 19:21

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ვუზლთან" დამარცხებ  შემდეგ "მანჩესტერ სიტოს" ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მსგავს სიტუაციაში გასულ სეზონშიც ვიყავით, თანაც არა სეზონის სტარტზე, არამედ უფრო გვიან".

"ჯერ წინ ძალიან ბევრი ქულაა გასათამაშებელი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ "ლივერპულის" ქულების დაკარგვაზე უკვე ვფიქრობთ".

"რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციით კმაყოფილები ვერ ვიქნებით და არც ვართ. თუმცა არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშოთ", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს "ლივერპული" უდანაკარგოდ ლიდერობს.

8 ტურის შემდეგ მერსესაიდულ გუნდს 24 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით უსწრებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით