კანტე "რეალის" სამიზნეა, მის ალტერნატივად "ვესტ ჰემის" ფეხბურთელიც განიხილება

7-10-2019, 20:43

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური ნახევარმცვლი ნ'გოლო კანტე მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნეა, მის დამატებას "სამეფო კლუბის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

მაგრამ აღსანიშნავია, ისიც რომ მადრიდელები დარწმუნებულები არ არიან, შეძლებენ თუ არა კანტეს გადაბირებას და მის ალტერნატივად "ვესტ ჰემის" ინგლისელ ნახევარმცველს დეკლან რაისს დანიხილავნ, რომლის გადაბირებაც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს. სურდა.

გასულ ზაფხულს "ჩაქუჩები" ინგლისელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვდნენ. სწორედ სატრანსფერო ფასის გამო არ შედგა მისი "იუნაიტედში" ტრანსფერი.

20 წლის ფეხურთელი "ვესტ ჰემს" 2013 წელს ჩელსის ახალგაზრდული გუნდიდან შეუერთდა. რაისმა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი გაირა და ძირითად გუნდს 2017 წელს შეუერთდა.

მას შემდეგ მან "ვესტ ჰემის" მაისური 78-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით