რაშფორდი: "იუნაიტედის" მდგომარეობა მტკივა"

7-10-2019, 21:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა მარკუს რაშფორდმა გუნდის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ საკუთარ Twitter-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ფეხბურთში ვერაფერს ვერ დამალავ. გასული რამდენიმე კვირა საკმარისად კარგი არ იყო. როგორც "იუნაიტედის" ქომაგს, ეს ყველაფერი მტკივა".

"გულშემატკივრები უკეთესს იმსახურებენ. ვიცით, რომ თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და ეს ჩვენ მთავარი მიზანია", - წერს ინგლისელი სოციალურ ქსელში.

"წითელი ეშმაკები" პრემიერლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით