პიკეს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებაში ადანაშაულებენ

7-10-2019, 19:38

ა ლიგის მე-8 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სევილია" მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში პიკეს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებაში ადანაშაულებენ. 

საქმე იმაშია, რომ შეხვედრის 85-ე წუთზე, როცა თამაშში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ ბურთი გადააგდო, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

დიდი შანსია, 32 წლის ფეხბურთელს ეს განზრახ გაეკეთებინა. ამ გაფრთხილების შემდეგ, პიკე 19 ოქტომბერს "ეიბართან" მატჩს გამოტოვებს, ხოლო 26 ოქტომბერს "კლასიკოში" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ითამაშებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით