ოლე გუნარ სოლსკიაერი: "4-ეულში მოხვედრა ურთულესი იქნება"

8-10-2019, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, მისი გუნდის სამომავლო მიზნებზე საუბრობს:

"ასეთი ცუდი სტარტი არაფერს ნიშნავს და ჩვენს გეგმებს საერთოდ არ ცვლის, 4-ეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება "იუნაიტედის" უმთავრესი სამიზნეა."

"რა თქმა უნდა ამის გაკეთება ურთულესი იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე წარმატების მოპოვება შეუძლებელია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი პრემიერ ლიგის ცხრილში 9 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით