ტონი კროოსმა შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს !

8-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა" შესაძლოა მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო", დიდი დანაკლისით ჩაატაროს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ექიმები ჯერაც არ არიან დარწმუნებული იმაში, მოახერხებს თუ არა ტონი კროოსი "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას.

ცნობების მიხედვით, გერმანელმა ნახევარმცველმა, "გრანადას" წინააღმდეგ ორთაბრძოლაში, ბარძაყის დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 2 გრანდის დაპირისპირება, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით