"ჩელსი" კიდევ ერთი შემტევი ტოვებს?

8-10-2019, 19:08

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის შეძენით, "კრისტალ პალასი" დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერჯო ფანჯრის დროს მიჩი ბაჩუაის დამატებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბელგიელი გასული წლის ზამთრიდან ზაფხულამდე იჯარის წესით სწორედ "არწივების" რიგებში ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით