პოჩეტინო: "ფეხბურთი დრამა არ არის, ეს ვნებაა"

8-10-2019, 21:02

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. ლევის ყოველთვის ვეუბნები, რომ საქმიანი პარტნიორის გარდა, მას მეგობრადაც მივიჩნევ".

"ფეხბურთი დრამა არ არის, ეს ვნებაა და მისი ემოციებისგან დაცლა არ შეგვიძლია. ყველა ბოლოდროინდელ შედეგებზე საუბრობს. მარცხისგან უნდა ვისწავლოთ. აუცილებელია, შედეგი ღირსეულად მივიღოთ, მიუხედავად იმისა, დადებითია ის თუ - უარყოფითი", - განაცხადა სპეციალისტმა.

პრემიერლიგის 8 ტურის შემდეგ "დეზები" 11 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით