ლუიზი: "რომ არა "არსენალი" "ჩელსის" მაინც დავტოვბდი"

8-10-2019, 21:43

დავიდ ლუიზმა "ჩელსის" დატოვების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩელსი" ყოველთვის მომწონდა. კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების საშუალება მომეცა, მაგრამ "არისტოკრატების" მადლობელი ყოველთვის ვიქნები".

"წასვლა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ლამპარდთან საუბრის შემდეგ მივიღე, მომავლის შესახებ სხვადასხვა ხედვა გვქონდა, ამიტომ სხვა გზა ავირჩიე. თუმცა, ყველაფერი იქამდე გადავწყვიტე, სანამ შემოთავაზებას "არსენალიდან" მივიღებდი", - განაცხადა ლუიზმა.

შეგახსენებთ, ლუიზი "არსენალში" გასულ ზაფხულს გადავიდა და "მეთოფეთა" მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლია.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით