მსოფლიო ფეხბურთს ლეგენდა დაემშვიდობა

8-10-2019, 16:39

როგორც თავად 35 წლის გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი იტყობინება, მან კარიერა ოფიციალურად  დაასრულა.

"ძვირფასო მეგობრებო კარიერის დასრულების დრო მოვიდა. დიდი მადლობა ჩემს გუნდებს, "ბაიერნს", "მანჩესტერს" და "ჩიკაგოს". მადლობა ჩემს ცოლს ანა ივანოვიჩს და ყველა ჩემს გულშემატკივარს".

"ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული იყო. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მწვანე მოედნის გარეშე, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. მე ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით. მადლობა ყველას",- განაცხადა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, ბასტიანმა "ბაიერნის" რიგებში 500 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. "მანჩესტერის" მაისური 35-ჯერ მოირგო და მეტოქის მეკარე ორჯერ დაამწუხრა.

გერმანელის ბოლო კლუბი კი MLS-ის "ჩიკაგო" იყო.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით