"ტოტენჰემი" ზამთარში 5 ფეხბურთლს გაუშვებს

8-10-2019, 22:46

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემის" ხელმძღავანელობა კლუბში ძირეულ ცვლილებებზე ალაპარაკდა.

იწერება, რომ "ტოტენჰემმა" ხუთი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

შავ სიაში პირველი კრისტიან ერიკსენი წერია, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ლონდონელები მის სანაცვლოდ ფინანსური მოგებას ელოდებიან.

დანიელს "რეალსა" და "მანჩესტერს" ზაფხულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ ლონდონში ამ დრომდე მოუწია დარჩენა.

წამსვლელთა სიაში არიან ნახევარმცველები ერიკ დაიერი და ვიქტორ ვანიამა, რომელიც ასევე ზაფხულში ერთ ნაბიჯში იყო კლუბის დატოვებასთან.

"დეზების" გეგმებში მათ გარდა განაპირა მცველები, სერჟ ორიე და დენი როუზიც არ ჯდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით