"იუნაიტედმა" სანჩესს ფასი დაადო

9-10-2019, 10:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის სატრანსფერო ღირებულება განსაზღვრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდი 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, მზადაა მილანის "ინტერს", 25 მილიონი გირვანქა მოსთხოვოს.

ცნობების მიხედვით, სანჩესის სრულად გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას, "ნერაძური" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში ჩატარებულ 3 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით