ანიელი: "უმჯობესი იქნება თუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ჩემპიონატი შეიქმნება"

9-10-2019, 12:35

ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ფეხბურთის მომავალზე საუბრობს:

"ცხადია ჩვენი თამაში გვინდა ეს თუ არა, გარკვეულ ეტაპზე უნდა განვითარდეს და ადგილობრივი ჩემპიონატების სისტემა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა და ისეთი ვარსკვლავები, რომელთა სიის სათავეში კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, კონკურენტებს ჩამორჩებიან."

"უმჯობესი იქნება თუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ჩემპიონატი შეიქმნება, სადაც თითოეული გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "UEFA-მ" ზემოთ ხსენებული ლიგის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით