მესი: "მეშინოდა, რომ ნეიმარი მადრიდში წავიდოდა"

9-10-2019, 14:13

გასული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნეიმარ ჯუნიორის "პსჟდან" წასვლა გახლდათ. მისი შეძენით არაერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული.

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის, ლეო მესის განცხადებით, მას ეშინოდა, რომ ყოფილი თანაგუნდელი ესპანეთის დედაქალაქში გადავიდოდა სათამაშოდ.

"ნეიმარს ძალიან სურდა პარიზის დატოვება. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებდით მის დამატებას, მაშინ მადრიდში გადაბარგდებოდა."

"მან აშკარად გამოთქვა წასვლის სურვილი. მეგონა, რომ ფლორენტინო ნეიმარის შეძენას ეცდებოდა." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით