ბენზემა ახალ კონტრაქტს აფორმებს

9-10-2019, 14:17

მადრიდის "რეალის" ლიდერი, ქარიმ ბენზემა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 31 წლის თავდამსხმელი "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებს ესაუბრა და კონტრაქტის დეტალები გაარჩია.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფორვარდი მადრიდში 2022 წლამდე დარჩება. მისი ანაზღაურება კი ყოველწლიურად 11 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 21 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით