მესი: "რონალდოსთან კონკურენცია მენატრება"

9-10-2019, 14:47

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ მისსა და რონალდოს შორის არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

"უდიდესი სურვილი მქონდა, რომ ის ესპანეტში დარჩენილიყო."

"ჩვენი კონკურენცია კლასიკოებში, ლა ლიგაში და სხვა ჩემპიონატებში ორივეს გვაძლიერებდა და გვსიამოვნებდა."

"რეალი უდიდესი გუნდია და კვლავ გააგრძელებს ტიტულების მოგებას, მაგრამ, ადრეც მითქვამს, რომ ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა ნებისმიერი გუნდისთვის რთულია."

"რონალდოსთან დაპირისპირება მართლაც მენატრება. იმედი მაქვს, ჩვენი გზები მომავალში კვლავ გადაიკვეთება." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით