ოფიციალურად: "მილანს" ახალი მწრთვნელი ჰყავს

9-10-2019, 14:53

როგორც მოგეხსენებათ, "მილანმა" მარკო კამპაოლო გუშინ ოფიციალურად დაითხოვა, რისი მიზეზიც წარუმატებელი შედეგები გახდა.

დღეს კი "როსონერის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სტეფანო პიოლი. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

53 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს "სალერნიტანაში დაიწყო და მას შემდეგ არაერთ გუნდში უმუშავია, ბოლოს "ფიორენტინას" ავარჯიშებდა, ხოლო ყველაზე სახელოვანი გუნდი მის კარიერაში "ინტერი" იყო, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია და მალევე დაითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ პიოლი "მილანის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულიც არ იყო, როცა ამ ცნობას გულშემატკივართა დიდი პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #PioliOut ყველაზე გავრცელებული სიტყვა გახლდატ ბოლო ორი დღის განმავლობაში "მილანთან" დაკავშირებით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით