იბრა: "მილანმა" მიდგომა უნდა შეცვალოს და საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს"

9-10-2019, 16:39

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოფილ გუნდის, "მილანის" შესახებ მედიის წარმომაგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის "როსონერის" ამ დგომარეობაში ხილვა ძალიან რთულია.

"ჩემთვის ასეთი "მილანის" ყურება სამწუხაროა, რადგან, როცა შედეგზე ვსაუბრობთ, ეს გუნდი მოწინავე პოზიციაზე უნდა იყოს. იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის"

"ტრანსფერებში ფულის დახარჯვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია არ შეიცვლება. კარგ ფეხბურთელებს გუნდში უფასოდ ვერ მიიყვან", - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

სერია ა-ს 7 ტურის შემდეგ "შავ-წითები" 9 ქულით ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით