"ტოტენჰემს" 4 ფეხბურთელი ტოვებს?

9-10-2019, 21:51

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ტოტენჰემი" შესაძლოა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის დატოვებასთან ახლოს არიან კრისტიან ერიქსენი, ვიქტორ ვანიამა, დენი როუზი და სერჟ ორიე.

როგორც ცნობილია, ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს, გუნდის თავკაცთან უთანხმოება აქვს, რაც ზრდის იმის შანსს, რომ თითოეულმა მათგანმა კლუბი უახლოეს პერიოდში დატოვოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პრემიერ ლიგის მე-8 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-9 ადგლის იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით