"იუვენტუსი" პოგბას კვლავ მიუბრუნდა

9-10-2019, 22:37

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის შეძენით კვლავ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, კლუბში პოლ პოგბა დააბრუნოს.

როგორც ცნობილია, იტელიელები მზად არიან "მანჩესტერს" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანი დაუთმოს.

აქვე შეგახსენებთ იმასც, რომ ფეხბურთელის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით