"ბაიერნს" მიულერის შენარჩუნება სურს !

10-10-2019, 01:59

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი თავდამსხმელი, თომას მიულერი, მისი კლუბის დატოვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შეზღუდული როლითა და სათამაშო დროით უკმაყოფილია და აგენტს სხვა გუნდის ძებნა დაავალა.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" მიულერის შენარჩუნების მიზნით, მზადაა შემტევს მეტი დრო და ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით