"იუვენტუსი და "იუნაიტედი" მეგა გაცვლას გეგმავენ - ვის ნაცვლად წავა პოგბა იტალიაში ?!

10-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", იანვრისა სატრანსფერო ფანჯარაში, მეგა გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის სერია ა-ს ჩემპიონთა მიზანი, ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გუნდში დაბრუნებაა, რის სანაცვლოდ ისინი 2 ფეხბურთელს იმეტებენ.

ცნობების მიხედვით, 26 წლის შუახაზელისთვის, "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩსა და ემრე ჩანის გასხვისებას თანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით