მუსტაფი: "არსენალის" ფანებმა იმ მატჩის წაგება დამაბრალეს, რომელშიც არც კი მითამაშია"

10-10-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" გერმანელი ცენტრალური მცველი, შკოდრან მუსტაფი, გულშემატკივართა მხრიდან უკმაყოფილებაზე საუბრობს:

"საკმარისად თვით-კრიტიკული ვარ იმისთვის, რომ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები გავაანალიზო და საკუთარ თამაშში ნებისმიერი ცუდის გამოსწორება ვცადო."

"რთულ კრიტიკას შეჩვეული ვარ და ეს ფეხბურთში უცხო ნამდვილად არაა, თუმცა "არსენალის" გულშემატკივრები უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდებიან, იყო შემთხვევა როდესაც იმ მატჩის წაგება დამაბრალეს, რომელშიც არც კი მითამაშია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ესპანური "ვალენსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით