"ბარსელონა" ტერ შტეგენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს !

10-10-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", გუნდის გერმანელ გოლკიპერთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდი 27 წლის ფეხბურთელს, ახალ 5 წლიანი ხელშეკრულებას გაუფორმებს, რომლის მიხედვითაც ის კლუბში, კიდევ მინიმუმ 2024/25 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ტერ-შტეგენის კვირეული ანაზღაურება, 300 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მეკარე "ბლაუგრანას" რიგებში, 2014 წლიდან ასპარეზობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით