ზამთარში ერიკსენი "რეალის" მაისურს მოირგებს

10-10-2019, 14:23

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ტოტენჰემის" ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "რეალი" შეეცდება.

ერიკსენს კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. მაგრამ, როგორც ჩანს, მადრიდიდული გრანდი დაცდას არ აპირებს.

"დეზების" მფლობელებსაც არ სურთ მისი უფასოდ გაშვება და შეეცდებიან ზამთარში რაიმე თანხა მაინც აიღონ მასში.

"რეალის" ხელმძღვანელები კი დარწმუნებული არიან, რომ შუა ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. მით უმეტეს, ერიკსენის დონის მოთამაშეს უმნიშვნელო თანხად სხვაგან სად იშოვნიან.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით