რაკიტიჩი: "ბარსელონას" დასატოვებლად ვემზადები"

10-10-2019, 14:37

"ბარსელონას" ნახევარცველი ივან რაკიტიჩი კლუბში თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ღიად საუბრობს.

"არ ვიცი რა მოხდება. ამჟამად რთულ ვითარებაში ვარ, რადგან თამაში მინდა და არამხოლოდ გუნდის ნაწილად ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ სიტუაციის შესაცვლელად მომდევნო მატჩებში".

"მართალია, ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და "ბარსელონაზე" უკეთესი ადგილი არ არსებობს, საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ვიმეორებ, თამაში მჭირდება".

"თუ სიტუაცია არ შეიცვლება, კლუბის ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ", - თქვა რაკიტიჩმა.

31 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩიდან მხოლოდ 5 ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაშ მხოლოდ ერთხელ მოხვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით