გიზიდისი: "მილანი" გაბანკროტებისა და სერია D-ში დაქვეითებისგან ვიხსენით"

10-10-2019, 15:03

"მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა ახალი მთავრი მწრთვენილის სტეფანო პიოლის წარდგენის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მარკო ჯამპაოლოს მის გუნდს, მომავალში დიდ წარმატებას ვუსურვებთ. ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ ყოფილა, მაგრამ გუნდს ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ".

"გვესმის გულშემატკივართა იმედგაცრუება, რთული რეალობის წინაშე ვდგავართ, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება".

"ჩვენ დავინტერესდით კლუბით და ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა. გადახდისუუნარობით გუნდს სერია D-ში, არაპროფესიონალურ ლიგაში დაქვეითება და გაბანკროტება ემუქრებოდა. ყოველდღე მთელი გულით ვმუშაობთ, გვჯერა, რომ კარგი გუნდი გვყავს და დარწმუნებული ვარ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დიდი გეგმები გვაქვს".

"ზაფხულში ევროპაში მეექვსე ადგილზე ვიყავი საბაზრო ხარჯებით, შემადგენლობა გავაძლიერეთ, რთული დასაწყისის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 6 ქულა გვაშორებს. ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. მოვიყვანეთ გამოცდილი მწვრთნელი, რომელიც დარწმუნებული ვარ შეძლებს ჩვენი ფეხბურთელების განვითარებას და გუნდის იქ დაბრუნებას, სადაც იმსახურებს", - განაცხადა გაზიდისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით