ნეიმარი: "პსჟ-ს" კბილებით დავიცავ"

10-10-2019, 16:12

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლის სურვილის მიუხედავად, ახლა "პსჟ-ში" თავს შესანიშნავად გრძნობს.

"რა თქმა უნდა, ყველამ იცისი, რა ხდებოდა ზაფხულში და ისიც ცნობილია, რომ გუნდის დატოვება მინდოდა. ჩემთვის ძალიან გრძელი ზაფხული გამოდგა. დღეს "პსჟ-ში" თავს კარგად ვგრძნობ და მადლობა ღმერთს, რომ სეზონი კარგად დავიწყე".

"ცხადია, 100%-ით დავიხარჯები იმისათვის, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. ამ გუნდს კბილებით დავიცავ",- განაცხადა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით