გვარდიოლა: "ის ერთადერთია ვის გაყიდვასაც არ დავუშვებ"

10-10-2019, 16:43

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის ფილ ფოდენზეს შესახებ მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გავყიდით. მის სანაცვლოდ 500 მილიონ ევროსაც რომ იხდიდნენ, არ გავუშვებ".

"როცა გუნდიდან დავიდ სილვა წავა, ვიცით, ვინ იქნება ჩენი ახალი ჯადოქარი. ფოდენი ჩვენთან ერთად გაიზარდა და ეჭვგარეშეა, რომ პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება",- განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, 19 წლის ნახევარმცველი მანჩესტერულ გუნდში 2016 წელს გამოჩნდა.

ძირითად გუნდში ფოდენს 40 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ შეხვედრებში მან 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით