კულიბალი: "ჩვენი მიზანი საუკეთესო იტალიური კლუბის დამარცხებაა"

10-10-2019, 17:09

იტალიური "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის მიზების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი საუკეთესო იტალიური გუნდების დამარცხება და სკუდეტოს მოგებაა. ეს მიმდინარე სეზონში რთული იქნება, რადგან გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ და კონკურენცია ძალიან დიდია".

"შესაძლოა, სეზონი საუკეთესოდ ვერ დავიწყე, მაგრამ ყველამ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ფავორიტ გუნდებს მივუახლოვდეთ", - ციტირებს კულიბალის სიტყვებს Football Italia.

მოგახსენებთ, ამ დროისთვის ნეპოლური გუნდი სერია ა-ს ცხრილში 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით