"დორტმუნდის" CEO კლოპის დაბრუნებას ცდილობდა

10-10-2019, 20:34

2018 წელს დორტმუნდის "ბორუსია" იურგენ კლოპის გუნდში დაბრუნებას ცდილობდა.

გერმანული გუნდის CEO-ს, ჰანს იოახიმ ვაცკეს განცხადებით, 2018 წელს იგი ესაუბრა 52 წლის სპეციალისტს, თუმცა, უარი მიიღო.

"თავიდანვე ვიცოდი, რომ უარს მივიღებდი, თუმცა, მაინც ვეცადე. ამ დროს ახალი მწვრთნელის ძიებაში ვიყავით."

"კლოპი თავის ამჟამინდელ კლუბს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ დატოვებს და ლოგიკურიცაა, ის სულ ასე იქცევა." - აცხადებს ვაცკე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით