ჩეხი ბედს ჰოკეიში მოსინჯავს

10-10-2019, 20:39

ლონდონის "ჩელსისა" და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, პიტერ ჩეხმა ახალი პროფესია იპოვა.

37 წლის ვეტერანი კიპერი კარიერას ჰოკეიში გააგრძელებს. ის სეზონის დასრულებამდე ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის გუნდში, "გილდფორდ ფენიქსში" იასპარეზებს.

ჩეხი ახალგაზრდულ წლებში სამშობლოში სწორედ ზემოხსენებულ სპორტში ასპარეზობდა. ახლა კი იგი ჰოკეისტის რანგში, 39-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მეკარემ გასულ წელს, ლონდონის "არსენალის" რიგებში დაასრულა კარიერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით