იოზილის მომავალი თითქმის გარკვეულია

10-10-2019, 21:20

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფენერბახჩე" "არსენალის" გერმანელი შუახაზელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფენერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "არსენალიდან" მესუთ იოზილი გადმოიბიროს.

როგორც ცნობლია, გერმანელი ფეხბურთელის გაშვება თავად, უნაი ემერსაც სურს, რადგან მისით უკმაყოფილოა.

30 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "არსენალის" მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მესუთ იოზილის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით