"მილანი" "ტოტენჰემის" ფეხბურთელებით დაინტერესდა

10-10-2019, 21:25

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელების შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "დეზების" რიგებიდან, სერჟ ორიეს და ერიკ დაიერის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელებსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილონი არიან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კლუბი მარკო ჯანპაულომ დატოვა და მის ნაცვლად სტეფანო პიოლი დაინიშნა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით