ქვილითაია: "ირლანდია უხერხული მეტოქეა მაგრამ მათთან 3 ქულის მოპოვებას ვაპირებთ"

11-10-2019, 17:07

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მეთერთმეტე დაპირისპირება "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს შედგება. 

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ აღნიშნული მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს, ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ".

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები", - განაცხადა ქვილითაიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით