აბურჯანია: "შეგვიძლია ირლანდია დავამარცხოთ"

11-10-2019, 18:47

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მეთერთმეტე დაპირისპირება "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს შედგება. 

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ აღნიშნული მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

"ჯერჯერობით სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის, ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ".

"მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით