კაშია: "დროა გულშემატკივარი მოგებით გავახაროთ"

11-10-2019, 20:37

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში, 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, რომ შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და ირლანდიასთან სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს".

"ვფიქრობ, დროა წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ მათ წინააღმდეგ და შედეგიც აუცილებლად იქნება".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით