ბრიტანელები ფავორიტად ირლანდიას მიიჩნევენ

11-10-2019, 23:14

ხვალ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიას უმასპინძლებს.

Sky Sports-ის ექსპერტის, ჩარლი ნიკოლასის აზრით, სტუმრები ხვალ ფავორიტები არიან და გამარჯვების მოპოვებასაც შეძლებენ.

"ხვალ მძიმე მატჩი იქნება, თუმცა, ნაკრები დაცვაში საკმაოდ კარგად თამაშობს. ვფიქრობ, რომ შეხვედრას ირლანდია 1:2 მოიგებს." - აცხადებს ნიკოლასი.

შეგახსენებთ, რომ ეს ქართველებისა და ირლანდიელების რიგით მეათე შეხვედრაა და აქედან ფრედ დამთავრება "ჯვაროსნებმა" მხოლოდ ერთხელ შეძლეს, სხვა შემთხვევებში კი დამარცხდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით