დრის მერტენსი "იუვენტუსში" ?!

12-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიმდინარე სეზონის ბოლოს იტალიურ "ნაპოლის" რიგებს, მისი ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიელი თავდამსხმელი, დრის მერტენსი, აღარ აპირებს ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში დარჩენას და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც უარი თქვა.

ცნობების მიხედვით, 32 წლის შემტევთან ერთად "ნაპოლი" შესაძლოა ხოსე კალეხონმაც დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მერტენსის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით