ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" უახლოვდება !

12-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის სატრანსფერო რადარზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ინტერთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, არგენტინელი შემტევი, ლაუტარო მარტინესი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის დარჩენის მიზნით, "ნერაძურიმ" უკვე დაიწყო ლაუტაროს აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით