კინი: "ალი ასე თუ გააგრძელებს, კარიერის დასრულება მოუწევს"

12-10-2019, 19:21

მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინიმ თანამედროვე ფეხბურთელების პრობლემებზე ისაუბრა.

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად ტრავმები აწუხებთ, რისი მიზეზიც არასაკმარისი ვარჯიშია."

"მაგალითად ავიღოთ ლინგარდი ან დელე ალი. ორივე მოთამაშეს დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა, ისინი მეტ ყურადღებას უთმობენ რეკლამებში მონაწილეობასა და ფულის შოვნას, ვიდრე ვარჯიშს."

"წელს ალიმ მხოლოდ 30 წუთი ითამაშა. ის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდად ითვლება, მაგრამ, ასე გაგრძელების შემთხვევაში მას კარიერა დაენგრევა." - აცხადებს კინი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით