ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

12-10-2019, 19:35

დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა.

"თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, ჩვენ ძლიერ დაცვით გუნდს დავუპირისპირდით და ეს მარტივი არ იყო."

"საჯარიმოში უფრო კარგად თამაში გვმართებს. თუ ამას გამოვასწორებთ, მომავალ შეხვედრებში წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ."

"ვფიქრობ, ირლანდიელები კმაყოფილები უნდა იყვნენ. თამაშის ბოლოს მათ უკვე დრო გაჰყავდათ." - აცხადებს ვაისი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით