"400 ლარი ხელფასი და სრულიად უყურადღებოდ დატოვებული ქართველი ჩემპიონი"

13-10-2019, 00:19

ქართველი ჰალკი, მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ საქართველოში არ აფასებენ და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს.

ჰალკმა თავისი მდგომარეობის შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

"სახელმწიფოსგან, და მითუმეტეს ფედერაციისგან ფული არ მითხოვია. მე გავაკეთე განცხადება იმაზე, რომ მოლოცვითაც არავის მოულოცავს, თითქოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი"

"მე რასაც ჩემი შრომით და წარმატებით ვაღწევდი, იმას ვიღებდი და უკვე მერამდენედ მაყვედრით მაგ ფულს, რომელიც დავიმსახურე ჩემი წარმატებით"

"არავის არაფერი მოუცია, ასე რომ ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს.

"მე ჩემი ქვეყნის სახელის გასატანად გავედი პირველ რიგში და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ ჩემი სამშობლოს და ხალხისთვის!" - დაწერა ლევან საგინაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით