დავიდ ბეკჰემი მბაპეს აგენტი გახდება !

13-10-2019, 01:58

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, დეივიდ ბეკჰემმა, მისი პირადი გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად, ახალ საქმეს მიჰყო ხელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეკჰემი აგენტად აპირებს მუშაობის დაწყებას და მის პირველ კლიენტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს, კილიან მბაპეს მოიაზრებს.

ცნობების მიხედვით, მბაპე ბოლო დროს, მამამისს აგენტურით უკმაყოფილოა და ბაზარზე უკვე დაიწყო გამოცდილი დამხმარეების ძებნა.

შეგახსენებთ, რომ ბეკჰემის კლუბი, "ინტერ მაიამი", "MLS-ში" ასპარეზობას, თებერვლიდან დაიწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით