ნ'გოლო კანტეს ტრავმის სერიოზულობის დონე გარკვეულია !

13-10-2019, 02:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელს, დაზიანების მიღების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების დატოვება და სამედიცინო შტაბთან შემოწმების გავლაც მოუწია. 

ცნობების მიხედვით, კანტეს ბარძაყის ტრავმა სერიოზული არაა და ის მოედანს მალევე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მიზეზით ზემოთ ხსენებულმა შუახაზელმა ისლანდიის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით